4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:57:33

ლარი დოლართან მიმართებაში რეკორდულად გაუფასურდა

By: Admin
2020-03-24 17:07:10
204

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.2389 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.1880 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0509 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.4578 ლარი ეღირება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.4230 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0348 ლარი შეადგინა.

 

Share