-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:17:29

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი - საბანკო-საფინანსო სექტორი მზადაა იმისთვის, რომ მოსალოდნელ ეკონომიკურ გამოწვევებს გაუმკლავდეს

By: Admin
2020-03-24 17:07:07
204

ვიცე-პრემიერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ საბანკო საფინანსო სექტორი მზადაა იმისთვის, რომ მოსალოდნელ ეკონომიკურ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

მისივე თქმით, ძირითადი აქცენტი დამსაქმებლების ნაწილში საუბარი შეეხო იმ საკითხებს, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ დასაქმებულების უსაფრთხოება, მათ შორის დამცავი საშუალებებით მომარაგება.

„საუბარი შეეხო იმ პროცესებს, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს იმ გლობალური გამოწვავებიდან გამომდინარე. კონკრეტული აქცენტები დაისვა სახელმწიოსა და ბიზნესის როლზე ამ პროცესში. ძირითადი აქცენტი დამსაქმებლების ნაწილში შეეხო იმ საკითხებს, რომ მაქსიმალურად უნდა ვუზრუნველვყოთ დასაქმებულების უსაფრთხოება, მათ შორის დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფა. საუბარი შეეხო სპეციალურ დეკრეტებსა და სიტუაციებს, რაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადდა და რომელიც არეგულირებს კერძო სექტრორის აქივობა სხვადასხვა მიმართულებით. საბანკო საფინანსო სექტორის მიმართულების მიმართულებით ეროვნული ბანკის დირექტორმა ისაუბრა და აბსოლუტურად მზად შეხვდა ამ პროცესს და მზადაა იმისთვის, რომ მოსალოდნელ ეკონომიკურ გამოწვევებს გაუმკლავდეს“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

Share