2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:44:33

სახაზინო ობლიგაციების აუქციონიზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
2020-03-25 12:25:32
204

„2020 წლის 24 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 123 200 000 ლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.120 პროცენტით, მაქსიმალური 10.950 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.638 პროცენტით განისაზღვრა.

ასევე, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share