-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:15:02

ნათია თურნავა - ტექინსპექტირების ცენტრების საქმიანობა წესების დაცვით გაგრძელდება

By: Admin
2020-03-25 12:25:21
204

„ტექინსპექტირებთან დაკავშირებული სერვისები არ შედის აკრძალვაში. ტესტირების ცენტრების საქმიანობა გრძელდება წესების დაცვით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას არ აუკრძალავს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სერვისების ფუნქციონირება.

მანვე აღნიშნა, რომ შესაბამისი ტესტირების ცენტრები მოემსახურებიან როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

„რაც შეეხება ჯარიმებს, შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე მოქალაქეებს ჯარიმები არ დაეკისრებათ და ისინი  გადავადებულია. ამასთან, ეს წესი იმოქმედებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

Share