-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:14:16

ნათია თურნავა - საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ტექინსპექტირების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები გადავადდება

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

 

„შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე მოქალაქეებს ტექინსპექტირების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები არ დაეკისრებათ და ისინი  გადავადებულია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ზემო აღნიშნული წესი იმოქმედებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

თურნავა აღნიშნავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გრძელდება და მასთან დაკავშირებული მომსახურება საგანგებო პირობებით შეზღუდული ეკონომიკური საქმიანობის ნუსხაში არ შედის. 

ასევე, აღნიშნული მომსახურება გრძელდება, თუმცა ტესტირების ცენტრებში საქმიანობა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მკაცრი დაცვით უნდა განხორციელდეს.    

 

(NS)

Share