
ბიზნესომბუდსმენ მიხეილ დაუშვილის თქმით, stopcov ფონდში დღემდე დაგროვდა 5 მილიონი ლარი.
მისი თქმით, პრიორიტეტი იქნეა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები და საჭირეობის შემთხევაში სხვადასხვა ჯგუფზე გადანაწილდება თანხა.
„ათობით კომოპანიამ მოგვამრთა იმისთვის, რომ მათ სურდათ სახლემწიფოს კორონავირუსითან ბრძოლაში სხვადასხვა მიმართულებით დახმარებოდნენ. ჩვენ შემდგომ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ერთიანი ფონდი, რომელსაც ჰქვია stopcov ფონდი, რომელის მიზანიც არის ასეთი დახმარებების აკუმულირება მოხდეს ერთ წერტილში და იმის მიხედვით თუ სად იქნება ყველაზე აუცილებელი საჭიროებები ამ ფონდიდან მოხდება თანხების მიმართვა.
პრიორიტეტი იქნება სოციალურა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, თუ ამის საჭიროება დადგება.
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მაღალია და დარწუნებული ვართ, რომ ამ გამოწვევებით ძალიან ეფექტურად გავუმკლავდებით კორონავირუსს.
დღეისათვის ფონდში აკუმულირებულია დაახლოებით 5 მილიონი ლარი და აქტივობა არის ძალაინ მაღალი და ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენი პასუხისმგებლიანი ბიზნესი ასე თანამშრომლობს სახელმწიფოსთან“, - განაცხადა მიხეილ დაუშვულმა.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share