
მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 1.3 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 1.1 პროცენტიანი, ხოლო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.4 პროცენტიანი მატებით, რამაც, შესაბამისად, 0.62 და 0.43 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
საქსტატში აღნიშნავენ იმასაც, რომ წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 2.5 პროცენტით.
საქსტატში განმარტავენ, რომ ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.2 პროცენტიანი ზრდით, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share