1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:29:35

გერმანიის პარლამენტი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ფინანსური დახმარების პაკეტს განიხილავს

By: Admin
2020-03-25 17:10:05
204

გერმანიის პარლამენტი განიხილავს ფინანსური დახმარების პაკეტს, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვისაა საჭირო.

პაკეტი დაახლოებით 750 მილიარდი ევროს შეადგენს (812 მილიარდი აშშ დოლარი) და სავარაუდოდ, მალე დაამტკიცებს მას სახელმწიფო, - განაცხადა ორშაბათს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

რალფ ბრინკჰაუსმა, რომელიც არის საპარლამენტო ლიდერი მერკელის CDU პარტიაში, ოთხშაბათს განაცხადა, რომ "ეს, ალბათ, არ იქნება ბოლო დახმარების პაკეტი, რომელსაც ჩვენ აქ დავამტკიცებთ".

გერმანიის ბუნდესტრატი - ფედერალური საბჭო, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის 16 ფედერალურ შტატს, პარასკევს დაამტკიცებს სასწრაფო დახმარების პაკეტს.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

 

Share