1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:31:27

თებერვალში საქართველოს კომერციული ბანკების აქტივები 428.46 მლნ ლარით, ანუ 0.92 პროცენტით შემცირდა

By: Admin
2020-03-27 12:11:21
204

2020 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 428.46 მლნ ლარით, ანუ 0.92 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.41 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი მარტისათვის 46.23 მლრდ ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, ისიც, რომ საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.95 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.88 პროცენტია.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

 

Share