5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:52:47

აგრო სესხი

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ცხოვრების ყველა ეტაპზე ადამიანი განაგრძობს განვითარებას და ცდილობს თვითრეალიზაცია სხვადასხვა გზებით მოახერხოს. ბიზნეს სამყარო და ბაზარი სწორად ისე ვითარდება და იცვლება, როგორც ცოცხალი ორგანიზმი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხელით მართული ბიზნესი ერთ ადგილზე არ იდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა საერთოდ გაქრეს.

რატომ არის ასეთი აქტიურად ცვალებადი ბიზნეს სამყარო?! ამ რთულ კითხვაზე პასუხი მარტივია - ადამიანები ხომ თავადაც მუდამ იცვლებიან, იცვლება მათი მოთხოვნილებები და შეხედულებები. ოცდამეერთე საუკუნეში ძალიან აქტუალური და მოთხოვნადი გახდა ბიო პროდუქტები და შესაბამისად სამეურნეო საქმიანობა. სახელწიფოც და საბანკო სექტორიც აქტიურად ცდილობენ შესთავაზონ სამეურნეო საქმეში ჩართულ მცირე ბიზნეს ხელშეწყობის გეგმა.

აგრო სესხი ერთ-ერთი ისეთი პროდუქტია, რომელიც სამეურნეო ბიზნეს სექტორის მხარდასაჭერად, დასაცავად და გასავითარებლად შეიქმნა. ახლა უკვე ეს სერვისი თითქმის ყველა ბანკშია ხელმისაწვდომი, თუმცა პირობები მაინც განსხვავდება.

აგრო სესხით სარგებლობისას შესაძლებელია როგორც განვადებისთვის მისი გამოყენება, მაგალითად სამეურნეო ნივთების შესაძენად, ასევე სრულიად ახალი წამოწყების დაფინანსება - სტარტაპ ბიზნესი.

აგრო სესხის გაცემისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მომხმარებლის ბიზნეს გეგმას და მის პირად ხედვას საკუთარი საქმის განვითარებაზე. სესხის თანხა აუცილებლად სამეურნეო ბიზნესს უნდა მოხმარდეს, თანაც ადეკვატური რაოდენობით და სწორი მიზნებისთვის.

 სამეურნეო სფეროში მოღვაწეობისას ეს გამორჩეული ალტერნატივაა, რადგან აქვს უკეთესი საშეღავათო პერიოდი, რაც ძალიან მნშვნელოვანია მეურნეობის მართვისას, იქიდან გამომდინარე რომ ბევრი გაუთვალისწინებელი შემთხვევა შეიძლება მოხდეს.

ბანკისგან უნდა ველოდოთ პარტნიორულ დამოკიდებულებას და მხარდაჭერას, ისევე როგორც სახელმწიფოსგან და სხვა სექტორებისგან. სამეურნეო ბიზნესი ქმნის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს და ამრიგად ქვეყნის განვითარებას ემსახურება.

საბოლოო ჯამში ააგრო სესხი, სწორედ სწრაფად განვითარებადი სამყაროს პროდუქტია, შეიქმნა ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად და ემსახურება სამომავლო ცვლილებებს.

 

 

 

 

Share