1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:02:24

საინვესტიციო ბანკი, Galt & Taggart კორონავირუსის საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის შემცირებისთვის აუცილებელი რეკომენდაციებით მიმართავს

By: Admin
2020-03-27 14:48:45
204

Galt & Taggart, საინვესტიციო ბანკი, საქართველოს ეკონომიკაზე COVID-19-ის გავლენას აფასებს და დოკუმენტს აქვეყნებს.

მატი ინფორმაციით, მოსალოდნელი გავლენა საქართველოს ეკონომიკის სექტორებზე სამი ძირითადი მიმართულებით განიხილება: მყისიერი ნეგატიური ეფექტი იქონია სასტუმროებზე, რესტორნებზე, სავაჭრო ცენტრებსა და ტრანსპორტზე. დაყოვნებული ეფექტი იქონია საფინანსო სექტორზე, მშენებლობაზე, უძრავი ქონებაზე, ვაჭრობაზე, წარმოებასა და განათლებაზე.

საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის 3 შესაძლო სცენარით განვითარებას ვარაუდობს საინვესტიციო ბანკი 2020 წელს - ოპტიმისტურ, შუალედურ და პესიმისტურ სცენარს.

საინვესტიციო ბანკი ასევე, აქვეყნებს იმ ჩამონათვალს, რაც საქართველოს მთარობამ ამ მძიმე პერიოდში უნდა გათვალისწინოს.

მოკლევადიანი ღონისძიებები:

• მოწყვლადი მოსახლეობის სოციალური შემწეობა/კომუნალური გადასახადების დაფინანსება

• ქონების გადასახადის განახევრება

• საგარეო დაფინანსების მოზიდვა

• ბიზნესის რეგულაციების გადახედვა/შეჩერება

• საპენსიო შენატანების შეჩერება დროებით

• ფინანსური პირობების შერბილება ბანკებისთვის

(კაპიტალის მოთხოვნები და სხვ.)

• საბანკო რეგულაციების შემდგომი გამარტივება

• საავადმყოფოების აღჭურვა/გაძლიერება

• სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორებისმხარდაჭერის გაგრძელება

 

საშუალო/გრძელვადიანი ღონისძიებები:

• ახალი ეკონომიკური მოდელის შემუშავება მსოფლიოში

შეცვლილი მდგომარეობის გათვალისწინებით

• არსებული თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების მაქსიმალური გამოყენება (DCFTA და სხვა ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებები)

• დარგების იდენტიფიცირება/წახალისება, სადაც მეტნაკლებად გვაქვს წარმოების პოტენციალი:

• შიდა ბაზრისთვის

• ექსპორტისთვის

• უცხოური ინვესტიციების მოზიდვა

• განათლების სექტორის ძირეული რეფორმა კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

 

Share