3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:29:17

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საქართველოში წარმოებულ პირბადეებს უკვე აქტიურად ვიყენებთ

By: Admin
2020-03-27 16:25:22
204

„საქართველოში წარმოებული პირბადეები უკვე გამოყენებაშია“, - ამის შესახებ ტურიზმის ადმინინსტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვიმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პირბადეები არის მრავალჯერადი და შესაძლებელია მისი გარეცხვაც.

„საქართველოში წარმოებული პირბადეები უკვე გამოყენებაშია. ყველა იმ სასტუმროს, რომელიც ჩართულია საკარანტინე პროექტირსფრგლებში, უკვე მიეწოდებათ ეკონომიკის სამინისტროდან აღნიშნული პროდუქცია.

აღსანიშნავია ისიც, რომ პირბადეები არის მრავალჯერადად გამოყენებადი, არის რეცხვადი, შესაბამისად, ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ერთობლივი ძალებით მტელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების პრევენცია განვახორციელოთ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share