2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
19:05:59

აშშ-ს პრეზიდენტმა, 2 ტრილიონი დოლარის ღირებულების ეკონომიკის სტიმულირების კანონს, ხელი მოაწერა

By: Admin
2020-03-30 13:28:27
204

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ეკონომიკის სტიმულირების კანონს. ეკონომიკის სტიმულირების კანონი ითვალისწინებს,  კორონავირუსისგან გამოწვეული შედეგების აღმოსაფრხვრელად 2 ტრილიონი დოლარის გამოყოფას.

ამერიკელთა უმეტესობა, კერძოდ ბავშვები, ერთჯერადი ანაზღაურების სახით მიიღებენ 1 200 აშშ დოლარს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ასობით მილიარდი დოლარის სესხს და სესხის გარანტიებს ბიზნესისთვის, ასევე უმუშევართა დახმარებას.

გასულ კვირას რეკორდული თანხა, 3,3 მილიონი აშშ დოლარი გამოყვეს კორონავიურის გავრცელების გამო, სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის.

შეგახსენებთ, რომ სენატსა და კონგრესში სტიმულირების პაკეტის დამტკიცებამდე აზრთა სხვადასხვაობა იყო, რის გამოც, ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის დამტკიცება დროში გაიწელა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share