
ყველა მსხვილ წისქვილ-კომბინატში ფქვილის გამოშვების რაოდენობასა და ფასის მონიტორინგი მიმდინარეობს, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავიტაშვილი კომპანია „ჯეომილის" წისქვილ-კომბინატში იმყოფებოდა და არსებულ მარაგებზე ინფორმაციას ადგილზე გაეცნო.
მისი თქმით, წისქვილ-კომბინატი დღეში 500 ტონა პროდუქციას აწარმოებენ, ხოლო საწარმოში ერთდროულად 35 000 ტონა ხორბლის შენახვაა შესაძლებელი.
„ჩვენ გავაკონტროლებთ და ყოველდღიურ რეჟიმში ვაწარმოებთ მონიტორინგს ყველა მსხვილი წისქვილ-კომბინატიდან ფქვილის გამოშვების, ვიცით ყოველდღიური წარმოების რაოდენობები და ასევე ფასების მონიტორინგიც ხდება. ეს არის მათ შორის პირობა, რომ მათ ფქვილის ფასები შეინარჩუნონ. საბითუმო მყიდველებისთვის და მსხვილი პურის ქარხნებისთვის ფქვილის ფასი იქნება გაკონტროლებული“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
Share