3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:41:39

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს, ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად, $1.1 მილიონ დოლარს გადასცემს

By: Admin
2020-03-31 10:53:19
204

 „ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გადასცემს $1.1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად“, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საელჩო თბილისში აქვეყნებს.

მათი ცნობით, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება და ეპიდემიულოგიური გამოკვლევები.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გადასცემს $1.1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად. კერძოდ, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა“, - წერს აშშ-ს საელჩო თბილისში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share