1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:08:06

ავსტრალიის მთავრობა 80 მილიარდი ღირებულების, ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის დამტკიცებაზე მუშაობს

By: Admin
2020-03-31 10:53:06
204

ავსტრალიის მთავრობა 80 მილიარდი ღირებულების, ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის დაამტკიცებაზე მუშაობს.

როგორც ცნობილია, ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი მოიცავს იმ ადამიანების დახმარებას, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო სამსახურის გარეშე დარჩნენ. ყველა იმ ადამიანს, რომელმაც სამსახური დაკარგა, ხელისუფლება 1 500 ავსტრალიურ დოლარს გადაუხდის.

თანხის ნაწილი მოხმარდება ისეთ კერძო სექტორებს, როგორებიცაა სასტუმროები, რესტორნები, ტურიზმი და ყველა ის ბიზნესი, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო დაზარალდა.

„ესაა უპრეცედენტო დახმარების პაკეტი“, - აღნიშნა ავსტრალიის ხაზინადარმა ჯოშ ფრიდენბერგმა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

 

Share