5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:51:34

თებერვალში მონეტარული ბაზა 96.6 მლნ ლარით (2.2 პროცენტით) შემცირდა

By: Admin
2020-04-01 11:07:19
204

2020 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 31.6 მლნ ლარით (0.7 პროცენტით) გაიზარდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 4.3 მლრდ ლარი შეადგინა.

საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, მონეტარული ბაზა 96.6 მლნ ლარით (2.2 პროცენტით) შემცირდა. პერიოდის ბოლოსათვის სარეზერვო ფულის წლიური ზრდის ტემპი 21.9 პროცენტს გაუტოლდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში, ეროვნულ ბანკს სავალუტო ინტერვენციები არ განუხორციელებია. შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა თებერვალში 36.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, მიხედვით წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 36.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

„თებერვალში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 178 მლნ ლარით შემცირდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 592.7 მლნ ლარს გაუტოლდა. საანგარიშო პერიოდში, განთავსდა და დაიფარა 20-20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერთიფიკატები.

 აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომერციული ბანკები სარგებლობდნენ რეფინანსირების სესხებით. საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ამ ინსტრუმენტით გაცემული სესხების ნაშთი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 120 მლნ ლარით და 1,720 მლნ ლარს შეადგენს.

თებერვლის თვეში ასევე გაიცემოდა ერთდღიანი სესხი, რომლის ნაშთი თვის ბოლოსთვის შემცირდა 124 მლნ ლარით. საანგარიშსწორებო პერიოდში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 244 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის 2,120 მლნ ლარს გაუტოლდა.

ზემოაღნიშნული ფულადი ნაკადების მოძრაობის ზეგავლენით, საანგარიშო პერიოდში სარეზერვო ფულის მოცულობა 31.6 მლნ ლარით გაიზარდა. მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში 20.1 მლნ ლარით შემცირდა. საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები 80.8 მლნ ლარით შემცირდა. 132.5 მლნ ლარამდე გაფართოვდა კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებული ნაშთები“, - განაცხადეს ეროვნულ ბანკში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

 

Share