4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:43:05

თებერვალში დეპოზიტების მოცულობა 16.0 პროცენტით გაიზარდა

By: Admin
2020-04-01 13:09:52
204

2020 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 39.8 მლნ ლარით (0.2 პროცენტით) გაიზარდა და 26.6 მლრდ ლარს გაუტოლდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 16.0 პროცენტით არის გაზრდილი.

ეროვნულ ბანკში საუბრობენ იმაზეც, რომ სადეპოზიტო ვალდებულებების ზრდაზე ძირითადი გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების ზრდამ. უცხოური ვალუტის შემთხვევაში, ლარით გამოსახული მაჩვენებლის კლება დაფიქსირდა, რაც ლარის გამყარების შედეგად გაცვლითი კურსის ეფექტით არის გამოწვეული.

„საანგარიშო პერიოდში წინა თვესთან შედარებით, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა 446.5 მლნ ლარით (4.6 პროცენტით) გაიზარდა და 10.16 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე ანგარიშებმა 5.9 მლნ ლარით მოიმატა, ხოლო ვადიანი დეპოზიტები 440.6 მლნ ლარით გაიზარდა“, - განაცხადა ეროვნულმა ბანკმა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

 

Share