ვალუტის კურსი

იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4829.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.8 პროცენტით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1249.5 მილიონი აშშ დოლარი იყო (31.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3580.3 მილიონი აშშ დოლარი (8.6 პროცენტით მეტი).
ამასთან, საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ივნისში 2330.8 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.3 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ივლისს გამოქვეყნდება.
Share