1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:01:04

„საქართველოს ფოსტამ" სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებს, გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს ბინაზე მიაწვდის

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

დღეიდან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები მათთვის განკუთვნილ გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებს საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ. ფოსტის კურიერებმა აღნიშნული სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი უფასოდ მთელი საქართველოს მასშტაბით დაარიგეს.

გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებთან ერთად საქართველოში დამზადებული პირბადეებიც დარიგდა, რომელთა დამზადებაც მთავრობის გადაწყვეტილებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, რეკორდულად მოკლე დროში აეწყო და დღეს მათ არაერთი საჯარო მოხელე იყენებს, რომლებსაც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, რეგულარული და ყოველდღიური შეხება აქვთ სხვადასხვა რისკ-ჯგუფებთან.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტის კურიერები, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან კოორდინაციით, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს ბინაზე ემსახურებიან და მათთვის მედიკამენტები ან მთავრობის პროგრამებით მათთვის განკუთვნილი სხვა პროდუქცია მიაქვთ.

 

(NS)

Share