4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:45:03

სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან იმპორტი, გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისგან

By: Admin
2020-04-02 15:15:05
204

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მათ შორის, დამცავი ფარების, საიზოლაციო კომბინიზონების, ქირურგიული ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტების, პლასტმასის დამცავი სათვალეების, პირბადეების, უკონტაქტო თერმომეტრების მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისგან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე.

აღნიშნული გადაწყვტილება ხელს შეუწყობს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს შეუფერხებლად მიეწოდოს ყველა საჭირო ინვენტარი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

დეტალები იხილეთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4841418?publication=0

 

(NS)

 

Share