
„მაქსიმალურად გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურულ აღმშენებლობასა და პროექტებს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა,ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, კურსთაშორის სხვაობა მოქმედებს სამშენებლო მასალების ფასზე, მაგრამ ყველაფერი ამ ეტაპზე ფინანსდება სახელმწიო ბიუჯეტიდან.
„როგორც არაერთხელ ითქვა, მაქსიმალურად გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურულ აღმშენებლობასა და პროექტებს, არ უნდა შეფერხდეს. ვიცით, რომ აქაც შეიქმნა ეს პრობლემები, იმიტომ, რომ კურსთაშორის სხვაობა მოქმედებს მასალების ფასზე, სხვადასხვა იმპორტულ კომპონენტზე. ყველაფერი ამ ეტაპზე ფინანსდება სახელმწიო ბიუჯეტიდან, ეს არის ჩვენი რესურსი, საგანგებო ვითარება და საგანგებო ანტიკრიზისული ბიუჯეტის ნაწილი. ეს არის სწორი გადაწვეტილება.
დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობა და კონტრაქტები იძლევა შესაძლებლობას, არის გარკევული რეზერვები და ჩვენ ამ რეზერვებს ავამოქმედებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share