3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:37:01

1 დღეში, StopCoV ფონდში ჩარიცხვები 1 მლნ 700 ათასი ლარით გაიზარდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

3 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 22 მილიონი 800 ათასი ლარია მობილიზებული.

StopCoV ფონდი, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა.

StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა:

·         ირაკლი გილაური, 1 მლნ ლარი

·         საქველმოქმედო ფონდი „ხარება", 300 ათასი ლარი

·         ტავ ურბან საქართველო, 150 ათასი ლასი

·         აქსის თაუერსი, 50 ათასი ლარი

·         ქროსქანთრი საქართველო, 40 ათასი ლარი

·         მოგზაურთა კლუბი, 20 ათასი ლარი

·         გრიზლი, 20 ათასი ლარი

·         ჯორჯიან პეტროლეუმ დისტრიბიუშენი, 20 ათასი ლარი

·         გრინლაიფ - Greenlife, 15 ათასი ლარი

·         შატო მუკუზანი, 10 ათასი ლარი

·         შპს „ვარკეთილი 96", 10 ათასი ლარი

·         ახალი  ნათება, 10 ათასი ლარი

·         მაი ბილდინგი, 10 ათასი ლარი

·         შპს „არესემ კორპ", 10 ათასი ლარი

·         გერალი,  10 ათასი ლარი

·         ფენიქსი, 10 ათასი ლარი

·         ახალი ნათება, 10 ათასი ლარი

·         შპს „მეტეორი", 10 ათასი ლარი

·         სს სამშენებლო სამრეწველო და სავაჭრო ფირმა "ეჯეთაშ"-ის საქართველოს ფილიალი, 5 ათასი ლარი

·         რეალექსპერტი, 5 ათასი ლარი

ამასთან, ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს,   StopCoV ფონდში გადარიცხავენ.

ჩარიცხვა ყველას შეუძლია https://stopcov.ge/ka/Fund

მადლობა ერთიანობისთვის

Share