5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:52:58

თუ მომხმარებელს გადახდილი აქვს მარტში გამოყენებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყლის საფასური, გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ანგარიშზე

By: Admin
2020-04-06 13:43:03
204

თუ მომხმარებელს გადახდილი აქვს მარტის, აპრილის ან მაისის თვეებში გ მოყენებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყლის საფასური, გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ანგარიშზე.

ამის შესახებ ვკითხულობთ საქართველოს მთავრობის დადგენილება №220-ში.

დადგენილების თანახმად, მიღებული დაფინანსება არ უნდა იქნეს მიმართული მომხმარებლის მიერ 2020 წლის მარტამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად. 

„საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომელებიც აკმაყოფილებენ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და გადახდილი აქვთ მარტის, აპრილის ან/და მაისის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ან/და სასმელი წყლის/წყალარინების საფასური, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე (გარდა ამ დადგენილების მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა). პირველი მუხლის შესაბამისად მიღებული დაფინანსება არ უნდა იქნეს მიმართული მომხმარებლის მიერ 2020 წლის მარტამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად“, - ვკითხულობთ დადგენილებაში.

2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეებში (თითოეული თვისათვის) მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ან/და სასმელი წყლის/წყალარინების   გადასახადების სუბსიდირება,  გარდა ამ დადგენილების მე-8 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, განხორციელდეს შემდეგნაირად:

ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში მოიხმარა/მოიხმარს 200 კილოვატ/საათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას, ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

ბ) საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში მოიხმარა/მოიხმარს 200 კუბურ მეტრ ან ნაკლები მოცულობის ბუნებრივ გაზს, ბუნებრივი გაზის საფასურის სუბსიდირება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;

გ)  საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, რომელმაც/რომელიც საანგარიშო თვეში მოიხმარა/მოიხმარს 200 კილოვატ/საათს ან ნაკლები მოცულობის ელექტროენერგიას, სასმელი წყლის/წყალარინების საფასურის სუბსიდირება მოხდება ბიუჯეტიდან.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share