1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:03:47

საქსტატი აქვეყნებს იმ პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაძვირდა

By: Admin
2020-04-07 13:02:56
204

საქსტატი აქვეყნებს იმ პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც მარტიში ყველაზე მეტად გაძვირდა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.18 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ხილი და ყურძენი - 29.7 პროცენტი;

რძე, ყველი და კვერცხი - 18.9 პროცენტი;

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 14.8 პროცენტი;

 ხორცი და ხორცის პროდუქტები - 14.7 პროცენტი;

 ბოსტნეულიდა ბაღჩეული - 12.5 პროცენტი;

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 10.2 პროცენტი;

ზეთი და ცხიმი - 9.1 პროცენტი;

თევზეული - 8.0 პროცენტი;

პური და პურპროდუქტები - 7.0 პროცენტი;

ყავა, ჩაი და კაკაო - 5.4 პროცენტი.

Share