-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:13:43

თურნავა - ამ პერიოდში რთული იქნება პროგნოზის გაკეთება იმის შესახებ, თუ რა ზარალი მიადგება ქვეყნის ეკონომიკას

By: Admin
2020-04-06 17:05:37
204

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ამ ეტაპზე რთულია იმ პროგნოზის გაკეთება, თუ რა ზარალი მიადგება ქვეყნის ეკონომიკას.

მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზარალი დამოკიდებულია გლობალურ ვითარებაზეც.

„არ გამოვყოფდი რომელიმე ცალკეულ დარგს იმიტომ, რომ გლობალური კრიზისის ზეგავლენა დაიწყო ტურიზმიდან, ტურიზმთან დაკავშირებული ინდუსტრიებით, თუმცა დღეს უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ზარალს განიცდის მთლიანად ეკონომიკა. სხვადასხვა მოლოდინები ქვეყნდება. აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი იყო, რომ ზრდა არ იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა პროგნოზი, რომ მინუს 4% იქნება მშპ-ს ზრდა. ამ პერიოდში რთული იქნება პროგნოზის გაკეთება, რადგან დამოკიდებული ვართ გლობალურ ვითარებაზე, ბაზარზე მიმდინარე ვითარებაზე, რადგან შიდა ტურიზმი შეიძლება მალე განვითარდეს, მაგრამ ძირითადი კონტრიბუტები საერთაშორისო მოგზაურებსა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარებაზე მოდის. მთლიანობაში ზარალობს ბიზნესსექტორი, ტურიზმი და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს გავლენა შევამციროთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share