2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
19:01:33

იანვარ-ივნისში ექსპორტი 31.8%-ით გაიზარდა

By: Admin
2018-09-07 13:04:43
204

იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 31.8%-ით (301.7 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა  და1 249.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი8.6%-ით (284.1 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და3580.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შედეგად, საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო გაუმჯობესდა 17.6 მლნ. აშშ. დოლარით. აღსანიშნავია, რომ  აპრილიდან სავაჭრო სალდო გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება.

მათივე ცნობით, საგარეო ვაჭრობის განსაკუთრებით დადებითი მაჩვენებლები დაფიქსირდა 2017 წლის ივნისში. კერძოდ, მხოლოდ ივნისში ექსპორტი გაიზარდა 46.6%-ით (78.3 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო იმპორტიშემცირდა 0.5%-ით (-3.4 მლნ. აშშ დოლარი). საბოლოო ჯამში ივნისში სავაჭრო ბალანსი  81.7 მლნ. აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

მიმდინარე წლის ივნისში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სპილენძის მადნების და კონცენტრატების (117%), ფეროშენადნობის  (237%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (72%)და მინერალური და მტკნარი წყლების (16%) ექსპორტი.

2016 წლის სექტემბრის შემდეგსაქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება.ექსპორტის ზრდას, საბაზო ეფექტთან ერთად, ხელი შეუწყო საექსპორტო ბაზრებზე შედარებით გაუმჯობესებულმა მდგომარეობამ.

საგარეო ფაქტორების გაუმჯობესება აისახა ყველა სხვა მიმართულებით, მათ შორის:

2017 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 13.4%-ით, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები  26.2%-ითგაიზარდა;

2017 წლის იანვარ-მაისში 20.3%-ით გაიზარდა ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც.

2017 წლის იანვარ-ივნისის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების დინამიკა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ შეაფასა:

„ეტაპობრივად უმჯობესდება საქართველოს  უარყოფითი სავაჭრო ბალანსი.  ზოგადად, აღსანიშნავია, რომ ექსპორტზე ზრდა უკვე შეინიშნება 2016 წლის სექტემბრიდან.  ნელ-ნელა ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში უმჯობესდება ეკონომიკური მდგომარეობა, შედეგად ჩვენი ექსპორტი იზრდება. მხოლოდ 2017 წლის ივნისის თვეში, ექსპორტი  46.6 %-ით გაიზარდა, შესაბამისად, 6 თვის საშუალო ზრდამ 31.8 % შეადგინა. ზრდა გვაქვს ისეთი მიმართულებით, როგორიც არის სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფერო-შენადნობები, ღვინოები და მინერალური წყლები“,-აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების ზრდაზე.

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შესახებ წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას, შექმნის ექსპორტის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგარეო ვაჭრობის გზით გადმოცემულ ზეგავლენას და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას“,-აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

 

(NS)

Share