4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:58:14

კორონავირუსის გამო, დღეიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა

By: Admin
2020-04-08 11:00:53
204

დღეიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი იკეტება.

შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, აღნიშნულის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.

„დღეიდან თბილისში არსებული ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა და ეს უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებს. შესაბამისი რეკომენდაცია გასცა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ“, - აცხადებენ უწყებაში.

Share