ვალუტის კურსი

2020 წლის 7 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 181-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათი ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 48 000 000 ლარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.800 პროცენტით, მაქსიმალური 9.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.983 პროცენტით განისაზღვრა.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share