3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:43:53

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია - მსოფლიო ვაჭრობა, სავარაუდოდ, 13%-დან 32%-მდე შემცირდება

By: Admin
2020-04-10 11:28:23
204

მსოფლიო ვაჭრობა, სავარაუდოდ, 13%-დან 32% –მდე დაიწევს, რადგან კორონავირუსის პანდემია ნორმალურ ეკონომიკურ საქმიანობას აფერხებს, - ნათქვამია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ სავაჭრო ანგარიშში.

WTO- ს ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ვაჭრობის ამგვარი შემცირება, სავარაუდოდ, აღემატება 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად გამოწვეულ ვაჭრობის შემცირებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წელს ვაჭრობის მთლიანი მოცულობა უკვე შემცირდა 0,1% -ით.

ორგანიზაციაში არნიშნავენ, რომ თითქმის ყველა რეგიონი დაზარალდება  2020 წელს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკიდან და აზიადან ექსპორტი თანდათან შემცირდება.

WTO- მ დასძინა, რომ ვაჭრობის მოცულობა შეიძლება გამოსწორებულიყო 2021 წელს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, რადგან ეს საკითხი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ  ვირუსის გავრცელების ხანგრძლივობა და ასევე, მის წინააღმდეგ რეაგირება როგორი მასშტაბის იქნება.

„ვაჭრობისა და პროდუქციის წარმოუდგენელმა შემცირებამ შეიძლება მავნე შედეგები მოუტანოს შინამეურნეობებსა და ბიზნესს”, - განაცხადა WTO– ს გენერალურმა დირექტორმა რობერტო აზევდესომ და ქვეყნებს მოუწოდა, რომ ერთად იმუშაონ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share