ვალუტის კურსი

კორონავირუსთან საბრძოლველად ევროკავშირი საქართველოსთვის 183 მილიონ ევროს გამოყოფს.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიაში აღმოსავლეთ სამეზობლოსთან თანამშრომლობის დირექტორი, ლოურენს მერედითი „ტვიტერზე“ ავრცელებს.
მისი თქმით, საერთო ჯამში ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს პანდემიასთან საბრძოლველად - გადაუდებელი დახმარებისთვის 80 მილიონით, მოკლევადიანი მხარდაჭერის მიზნით კი 883 მილიონი ევროთი დააფინანსებს.
ასევე დახმარებას მიიღებენ ქვეყნები: სომხეთი - 92 მილიონი ევრო, აზერბაიჯანი - 14 მილიონი ევრო , ბელარუსი - 60 მილიონი ევრო, მოლდოვა - 87 მილიონი ევრო, უკრაინა - 190 მილიონი ევრო.
Share