1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:56:37

ევროკავშირი კორონავირუსის შედეგად დაზარალებული წევრი ქვეყნებისთვის, 500 მილიარდ ევროს გამოყოფს

By: Admin
2020-04-13 11:42:17
204

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული წევრი ქვეყნებისთვის 500 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებაზე შეთანხმდნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიმართული იქნა კომპანიებისა და სამუშაო ადგილების გადასარჩენად.

ამასთანავე, დაიგეგმა დროებითი ფონდის შექმნა, რომელში შესული თანხებიც მოხმარდება ეკონომიკის აღდგენას.

როგორც საფრანგეთის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა აღნიშნა, ევროპამ აჩვენა, რომ შეუძლია აღუდგეს წინ კრიზისის გამოწვევებს.

„ევროკავშრის ფინანსთა მინისტრებს შორის კორონავირუსზე ეკონომიკურ რეაგირებასთან დაკავშირებით, მივიღეთ შესანიშნავი გადაწყვეტილება. 500 მილიარდი ევრო ხელმისაწვდომი იქნება დაუყოვნებლივ. ევროპამ აჩვენა, რომ შეუძლია აღდგეს წინ სიტუაციის სერიოზულობას“, - წერს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ბრუნო ლე მერი.

Share