
ევრობანკმა საქართველოს 5.5 მილიონი ევროს ოდენობის სესხი, ხოლო E5P-მ 1.5 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო, რის შედეგადაც ბათუმს 10 ელექტრო და 20 ახალი ევრო 5 სტანდარტის ავტობუსი მოემსახურება.
პროექტი მიმდინარეობს ევრობანკის მწვანე ქალაქების ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მუნიციპალურ სექტორში „მწვანე" კაპიტალდაბანდების წახალისებას.
ბათუმის ავტობუსების პროექტის ფარგლებში ევრობანკი ასევე გამოყოფს 0.8 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას ტექნიკური მხარდაჭერის საკითხებში. ეს ევრობანკის რიგით მეორე პროექტია, რომელიც ბათუმის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზებას უწყობს ხელს.
E5P ხელს უწყობს საქართველოს გააუმჯობესოს ენერგო ეფექტურობა, ენერგო უსაფრთხოება და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა. ფონდი, ასევე, მხარს უჭერსდარგობრივი პოლიტიკის სფეროში წარმოებულ დიალოგს. E5P მიზნად ისახავს აღმოსავლეთი პარტნიორობის რეგიონში გრანტების საშუალებით კაპიტალდაბანდებებისწახალისებას ისეთ პროექტებში, როგორიცაა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია, მყარი ნარჩენების მართვა, გარე განათება, ადგილობრივიტრანსპორტი და ენერგო ეფექტურობა საჯარო შენობებში.
(NS)
Share