1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:30:58

ოპეკი და მისი მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ნავთობის წარმოება დაახლოებით 10% შეამცირონ

By: Admin
2020-04-13 18:38:18
204

ოპეკი და მისი მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ნავთობის წარმოება დაახლოებით 10% შეამცირონ, რადგან კორონავირუსის გავრცელებიტ გამოწვეული პროლემები შეამსუბუქონ.

Opec-მა განაცხადა, რომ მაისსა და ივნისში, ნავთობზე ფასის გაზრდის მიზნით, წარმოებას დღე-ღამეში 10 მილიონი ბარელით შეამცირებენ.

ცნობისთვის, Opec + - მა, რომელიც Opec-ის მწარმოებლებისა და მოკავშირეებისგან შედგება, მათ შორისაა რუსეთიც, მოლაპარაკებები ხუთშაბათს ვიდეო კონფერენციის საშუალებით აწარმოა.

როგორც BBC იუწყება, მოლაპარაკებები რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის არსებული უთანხმოების გამო გართულდა.

შეგახსენებთ, რომ მარტში, კორონავირუსის პანდემის ფონზე, ნავთობის ფასები მკვეთრად შემცირდა მას შემდეგ, რაც Opec + -ის წევრი სახელმწიფოები ნავთობის წარმოების შემცირების შესახებ, ვერ შეთანხმდენენ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share