5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:53:32

იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.7 პროცენტით შემცირდა

By: Admin
2020-04-14 12:23:41
204

იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.7 პროცენტით შემცირდა, - ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, ექსპორტი 778.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (5.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1 995.8 მლნ. აშშ დოლარი (1.4 პროცენტით ნაკლები).

აღსანიშნავია ისიც, რომ უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-მარტში 1 217.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.9 პროცენტი შეადგინა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share