ვალუტის კურსი

საერთაშორის სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსისგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიური სუბსიდიის სახით, მთავრობა 150 ლარს გადასცემს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დახმარებას მხოლოდ ისინი მიიღებენ, ვინც საშემოსავლო გადასახადს იხდიდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში ასევე მოხსენიებულია ის ღონისძიებები, რომელიც საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ განახორციელა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს მთავრობიდან ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share