4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:57:10

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 50 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
2020-04-15 15:49:23
204

2020 წლის 14 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა  ბანკმა.

რაც შეეხება მოთხოვნას, მან 102 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.150 პროცენტით, მაქსიმალური 9.600 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.392 პროცენტით განისაზღვრა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share