3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:43:58

StopCoV ფონდში 128 მლნ 280 ათასი ლარია მობილიზებული

By: Admin
2020-04-15 15:48:56
204

14 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128  მილიონ 280 ათასი ლარია მობილიზებული.

ფონდში შენატანები განახორციელეს ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა:

 

  •          ელსი ვაიკიკი * LC WAIKIKI, 100 ათასი ლარი
  •          სს „ქართული ლუდის კომპანია", 50 ათასი ლარი
  •          Georgian Building Group • ჯორჯიან ბილდინგ გრუპი, 30 ათასი ლარი
  •          სონნეთ ქონსთრაქშენი, 30 ათასი ლარი
  •          სააქციო საზოგადოება  ლაღიძე, 7 ათასი ლარი
  •          სს  „ბადიაური", 3 ათასი ლარი
  •          ფლორინგ გრუპი, 2 ათასი ლარი

ამასთან, ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV  ფონდში გადარიცხავენ.

სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები.

სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები.

ასევე, StopCoV ფონდში შემოწირულობები განახორციელეს „ბლექ სი არენა ჯორჯიას" და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშროლებმა.

StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund

მადლობა ერთიანობისთვის!

Share