3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:27:57

მარტში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა, 9%-ით შემცირდა

By: Admin
2020-04-15 16:25:04
204

2020 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 125.9 მლნ აშშ დოლარი (382.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.0%-ით (12.5 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართევლოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8% იმ 16 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 92.6% მოდიოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 20.4 მლნ აშშ დოლარი (62.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის მარტის (18.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.1%-ით მეტია.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share