4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:34:48

სსფ - კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი საფინანსო სისტემისა და დონორების მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების წყალობით, საქართველო მომზადებული ხვდება ამ გამოწვევას

By: Admin
2020-04-16 12:53:11
204

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიღწეულია შეთანხმება, საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეექვსე მიმოხილვის წარმატებით დასრულებაზე და პროგრამის საერთო თანხის გაზრდაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს დასტურის შემდეგ დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს ბიუჯეტში გადმოსარიცხად COVID-19 პანდემიასთან გასამკლავებლად.

"სსფ-ს მიერ დაფინანსების ზრდა ხელს შეუწყობს მყისიერი სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების მოგვარებას, სხვა დონორების თანხის მოზიდვას და შემდგომ აღმავლობას.

საქართველოს ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა COVID-19 პანდემიის და ეკონომიკაზე მისი უარყოფითი გავლენის შესაკავებლად", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.


 

Share