
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხში, ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმაზე ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს.
მისი თქმით, ეს ანტიკრიზისული პაკეტი ითვალისწინებს ბიზნესის დახმარებას, რადგან სამუშაო ადგილები შეინარჩუნონ, ასევე მოსახლეობის დახმარებასა და ამავდროულად, ითვალისწინებს ისეთი ინსტრუმენტის შემუშავებას, რომელიც ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფად გამოსვლას შეუწყობს ხელს.
"მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი და ამოცანა არის ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვა და მეორე ეს არის იმ ეკონომიკური ნეგატიური ზეგავლენის მინიმიზაცია, რაც ვირუსის გავრცელებას ახლავს თან. კავშირი ამ ორ სტრატეგიულ ამოცანას შორის არის ნათელი, რადგან ვირუსის გავრცელების დონე განსაზღვრავს ზეგავლენის ხარისხს ჩვენი მოქალაქეების შემოსავალზე, ბიზნეს და ეკონომიკურ აქტივობაზე და ა.შ.
უწყებათაშორისო საკოორდინაციო ჯგუფში შემავალი ეკონომიკური ჯგუფი მუშაობდა ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს. პირველი, ეს არის მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიური გამოწვევები, რაც კრიზის უკავშირდება. მივეხმაროთ ბიზნესს, რომ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და მესამე, შევიმუშაოთ ინსტრუმენტები, რომ როცა ქვეყანა დაიწყებს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას სწრაფად მოხდეს ეკონომიკური აქტივობის აღდგენა და დავეწიოთ იმ სასტარტო პირობებს, რითიც მიმდინარე წელი დავიწყეთ. ამ სამი პრინციპის განსახორციელებლად ჩვენ გადავდგით არაერთი ნაბიჯი", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share