3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:37:46

გენადი არველაძემ ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენციის თემატურ სესიაში მონაწილეობა მიიღო

By: Admin
2017-07-14 14:05:15
204

ბათუმში, მე-14 საერთაშორისო კონფერენციიის სესია "„ასოცირების შესახებ შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოს მომავალი“ ვრცელი მოხსენებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე წარსდგა.

 არველაძემ სესიის მონაწილეებს  ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული  ძირითადი პრიორიტეტები გააცნო  და  იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს   DCFTA-ის აღებული ვალდებულებების  ფარგლებში აქვს. 

როგორც გენადი არველაძემ სესიაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ დაეხმაროს კერძო სექტორს, უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ ევროპული სტანდარტების დანერგვის პროცესში.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა დიალოგისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. სესია  ეხებოდა კონკრეტულად ასოცირების დღის წესრიგს და ასოცირების შეთანხმების განხორციელებას, ასევე აღებულ ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს მომავალი წლების განმავლობაში აქვს. ჩვენ ვისაუბრეთ იმ წარმატებულ გზაზე, რომელიც გავიარეთ დღემდე, მათ შორის კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით, ვისაუბრეთ  იმ მიმართულებებზე, რომლითაც  სახელმწიფო ხელს უწყობს კერძო სექტორს, გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი იმ ევროპული სტანდარტების დანერგვის პროცესში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ევროკავშირთან აღებული  ვალდებულებების ნაწილში ახორციელებს“ - განაცხადა სესიის დასრულების შემდეგ გენადი არველაძემ.  

მისივე თქმით, სესიაზე აღინიშნა ის წარმატებები, რომელიც საქართველოს აქვს ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის განთავსებასთან დაკავშირებით. 

„ჩვენ ხაზი გავუსვით იმ მომენტს, რომ   უკვე გვაქვს ისეთი ახალი პროდუქტები, რომელიც DCFTA-ს ძალაში შესვლის შემდეგ თავსდება ევროპულ ბაზარზე.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  იზრდება  ქართული პროდუქციის ცნობადობა და ქართველი მეწარმეებიც უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან პროდუქციის ევროპულ ბაზარზე განთავსებისთვის. ამის დადასტურებაა ევროკავშირში ექსპორტის 40 პროცენტზე მეტი ზრდა, რომელიც მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში დაფიქსირდა“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

თემატურ სესიაზე გენადი არველაძესთან ერთად მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე თამარ ხულორდავა,    ევროპარლამენტის წევრი ედუარდ კუკანი, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელი ლუკ დევინი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იაკუბ დური და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დირექტორი, ევროპის ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე.

 სესიის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, სადაც მთავარმა მომხსენებლებმა სესიის მონაწილეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

ბათუმში ასოცირების შეთანხმების, ევროკავშირთან ღრმა და ყოველისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მნიშვნელოვანი საკითხები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები თემატურ სესიაზე განიხილეს,  რომელიც მე-14 საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა" ფარგლებში  გაიმართა.

(NS) 

Share