
შედეგად საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში გაზრდილ თანხებს მიიღებს", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინსა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შორის გამართული ერთობლივი ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მიღწეული შეთანხმება პროგრამის ფარგლებში ადრე დამტკიცებული დაფინანსების დაახლოებით 375 მლნ დოლარით გაზრდას ითვალისწინებს, რაც მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ღონისძიებებსა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს მოხმარდება.
"საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მიღწეული შეთანხმება პროგრამის ფარგლებში ადრე დამტკიცებული დაფინანსების დაახლოებით 375 მლნ დოლარით გაზრდას ითვალისწინებს, რაც მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის ღონისძიებებსა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს მოხმარდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარება ამჯერად ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის გაიყოფა. აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ ამ შეთანხმების დამტკიცებისთანავე - დაახლოებით აპრილის ბოლოს/მაისის დასაწყისში - ფინანსთა სამინისტრო 200 მილიონის დოლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი თანხა შემდეგი ორი მიმოხილვის შედეგად - 2020 წლის ბოლოს და 2021 წლის დასაწყისში - ეროვნული ბანკისთვისაა განკუთვნილი", - აღნიშნა გვენეტაძემ.
მანვე ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოფიციალური დახმარების გარდა, საერთაშორისო და ორმხრივი საფინანსო ინსტიტუტები კერძო სექტორს დამატებით $1.5 მილიარდამდე დაფინანსებას გამოუყოფენ, რომლის ძირითადი ნაწილიც ბანკების გავლით რეალურ სექტორში მოხვდება.
"არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოფიციალური დახმარების გარდა, საერთაშორისო და ორმხრივი საფინანსო ინსტიტუტები კერძო სექტორს დამატებით $1.5 მილიარდამდე დაფინანსებას გამოუყოფენ, რომლის ძირითადი ნაწილიც ბანკების გავლით რეალურ სექტორში მოხვდება. ეს არის ის, რაც დღეისთვის უკვე ცნობილია. მომავალში, ერთეული პროექტების ხარჯზე, დაფინანსების მოცულობა შეიძლება გაიზარდოს კიდეც. ვირუსით გამოწვეული საფრთხეების დაძლევის შემდეგ, ეს რესურსი წაახალისებს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ ზრდას - საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზით 2021-2025 წლების განმავლობაში ეკონომიკის წლიურად საშუალოდ ზრდა 5 პროცენტზე მეტი იქნება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
Share