4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:34:59

საქართველო აშშ-სგან 1,7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ჯანმრთელობის დაფინანსებას მიიღებს

By: Admin
2020-04-18 17:02:32
204

საქართველო აშშ-სგან 1,7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ჯანმრთელობის დაფინანსებას მიიღებს.

აღნიშნული დაფინანსება ქვეყანას დაეხმარება ლაბორატორიული სისტემების მომზადებისა და მოვლენებზე დაკვირვების გააქტიურებაში. ასევე, ტექნიკურად მომზადებასა და მზადყოფნისთვის, რისკების კომუნიკაციის გასაძლიერებას შეუწყობს ხელს და სხვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბოლო 20 წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა 3,6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია , მათ შორის, დაახლოებით, 139 მილიონი აშშ დოლარი ჯანმრთელობის დახმარება.

„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) თითქმის 508 მილიონი აშშ დოლარი ჩარიცხეს გადაუდებელი ჯანმრთელობის, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის. ეს დაფინანსება ხელს შეუწყობს იმ კრიტიკულ ღონისძიებების გატარებას, რომელიც ხელს შეუწყობს დაავადების გავრცელების კონტროლს“ - ვკითხულობს აშშ-ს დეპარტამენტის განცხადებაში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share