4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:04:17

ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 17.1%-ით გაიზარდა

By: Admin
2018-09-07 13:04:36
204

მიმდინარე წლის ივნისში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 117.7 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 283.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17.1 პროცენტით (17.2 მილიონი აშშ დოლარით) მეტია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92.7 პროცენტი მოდიოდა.

ამასთან, სებ-ის ცნობთ, 2017 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.8 მილიონი აშშ დოლარი (42.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 16.2 მილიონი აშშ დოლარისა (35.5 მლნ ლარისა) გასული წლის ივნისში.

Share