5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:51:21

შემოსავლების სამსახური - ინფიცირებული მებაჟე ოფიცრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

By: Admin
2020-04-20 17:20:31
204

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული მებაჟე ოფიცრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დადასტურებული შემთხვევიდან გამომდინარე, მამაკაცის ინფიცირების წყარო მისი ნათესავი იყო, რომელსაც კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა.

აღნიშნულ ინფიცირებულ პიროვნებასთან მებაჟე ოფიცერს ბოლო კონტაქტი 9 აპრილს ჰქონდა.

ამასთან, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 8 აპრილიდან საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი იმყოფებოდა შვებულებაში, შესაბამისად მას კონტაქტი სხვა თანამშრომლებთან არ ჰქონია.

შემოსავლების სამსახური ყველას სწრაფ გამოჯანმრთელებას და გამძლეობას უსურვებს.

 

(NS)

Share