4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:38:16

Brent-ის ტიპის საწვავზე ივნისის ფიუჩერსები 4,06%-ით გაიაფდა

By: Admin
2020-04-21 10:31:08
204

 Brent-ის ტიპის საწვავზე ივნისის ფიუჩერსები 4,06%-ით, ანუ 1.8 აშშ დოლარით გაიაფდა და ბარელზე 26,94 აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ამერიკული ნედლი ნავთობის, WTI-ის ფიუჩერსების ფასი 8,75%-ით შემცირდა და ბარელზე 22,84 აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნავთობის ფასის მსგავსი ვარდნა 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ეს კი უშუალოდ უკავშირდება კორონავირუსის პანდემიის გამო, საწვავზე მოთხოვნის კლებას.

 

 

Share