
მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის, გარკვეულ საათებში ავტომობილით გადაადგილების საშუალება ექნებათ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, დილის 6 საათიდან 8 საათამდე მოახლეობას შეეძება ავტომობილით გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე, ხოლო 6 საათიდნა 7 საათამდე დაბრუნდენენ საკუთარ სახლებში.
„ასევე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემა სასოფლო სამეურნეო სამუშაოების წამროების თვალსაზრისით და რეგიონსა და მის მუნიციპალიტეტებში მათ ექნებათ საშუალება, რომ დილის საათებში გადაადგილდნენ თავის სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ.
ეს შეზღუდვა გამოიყურება ასე, რომ მათ დილის 6 საათიდან 8 საათამდე შეეძებათ გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე, ხოლო 6 საათიდნა 7 საათამდე დაბრუნდენენ საკუთარ სახლებში, გულისხმობს ავტომობილებიტ გადაადგილებას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
Share