4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:59:39

საბანკო სექტორის პირველი კვარტლის საოპერაციო მოგებამ 386 მილიონი ლარი შეადგინა

By: Admin
2020-04-23 13:14:44
204

საბანკო სექტორის პირველი კვარტლის საოპერაციო მოგებამ 386 მილიონი ლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

მათი ცნობით, წმინდა მოგება ნეგატიურია და მინუს 747 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი აქტივების მხოლოდ 1.5%-ია. 

"გუშინ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, საბანკო სექტორის პირველი კვარტლის საოპერაციო მოგებამ 386 მილიონი ლარი შეადგინა. წმინდა მოგება ნეგატიურია და მინუს 747 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი აქტივების მხოლოდ 1.5%-ია. ეს, ძირითადად, COVID-19-დან გამოწვეული ნეგატიური მოლოდინებისათვის რეზერვის შექმნით არის განპირობებული. კერძოდ, საბანკო სექტორმა, მარტის მდგომარეობით, 1.2 მილიარდი ლარის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი შექმნა და ეს რიცხვი წარმოადგენს მხოლოდ პოტენციურ (და არა რეალიზებულ) დანაკარგს. თავად რეზერვი კი, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ დანაკარგს ფაქტობრივად ექნება ადგილი, ბანკებს მომავალში საშუალებას მისცემს, თავიდან აირიდოს ფინანსური მდგრადობის რისკები", - განაცხადეს ეროვნულ ბანკში.

ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ 2019 წელს ინდუსტრიის საშუალო წლიურმა მოგებამ (ROE) 20% შეადგინა, რამაც ბანკებს საშუალება მისცა კაპიტალის ადეკვატურობის ფარდობა (CAR) მაღალ დონეზე აეყვანათ.

ამასთანავე, ეროვნული ბანკი ბანკებს უწესებდა დამატებითი კაპიტალის მოთხოვნებს, რამაც ინდუსტრიაში საკმაოდ დიდი კაპიტალის ბუფერი შექმნა, სწორედ მსგავსი სტრესული სიტუაციის გასამკლავებლად.

Share