ვალუტის კურსი

გაზრდილი საკრედიტო დანაკარგების გამო, წელს ბანკების წმინდა მოგება, შესაძლოა, ნეგატიური იყოს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
მათივე ცნობით, მოსალოდნელია, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ, ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ.
"ბოლო წლების განმავლობაში საბანკო სექტორის ყოველწლიური საშუალო მოგება 900 მილიონ ლარს შეადგენდა, 2020 წელს მხოლოდ პირველი 3 თვის საოპერაციო მოგება 386 მილიონი ლარია. გაზრდილი საკრედიტო დანაკარგების გამო, წელს ბანკების წმინდა მოგება, შესაძლოა, ნეგატიური იყოს. თუმცა აღნიშნული სოლიდური საოპერაციო შემოსავლების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ", - განაცხადეს საქართველოს ეროვნულ ბანკში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share